Wednesday, January 11, 2012

არქეოლოგიური მუზეუმი

არქეოლოგიური მუზეუმი, იუსტიციის სახლი, სამხარეო ადმინისტრაციის შენობა, დასასვენებელი სკვერი - ახალი უბანი მცხეთაში. ისტორიული ქალაქის რეაბილიტაცია გრძელდება. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა სპეციალური უბანი ხელოსნებისთვის, სადაც ტურისტებს, ქართული ხელნაკეთი ნივთებისა და სუვენირების შეძენასთან ერთად, შეეძლებათ მათი დამზადების პროცესსაც დააკვირდნენ

ლევან ვარშალომიძემ ქობულეთში ციტრუსის გადამამუშავებელი ქარხანა მოინახულა


ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ქობულეთის მუნიციპალიტეტში ციტრუსის გადამამუშავებელი ქარხანა ამოქმედდა. საწარმო 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და ამ დროისთვის ციტრუსის არასტანდარტული ნაყოფის მიღება ხდება.
მანდარინის გადამუშვების შემდეგ ნატურალური, კონცენტრირებული წვენი, მანდარინის პიურე და მანადარინის ეთეროვანი ზეთი მიიღება.
ახლადგასხნილი საკონსერვო ქარხანა დღეს რეგიონის პირველმა პირმა დაათვალიერა